Monday, April 30, 2018

პირველი მსოფლიო ომი და საქართველო 

2014 წლის 28 ივლისს სრულდება 100 წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. ამ ომის შედეგებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო წესრიგი და გაამრავალფეროვნა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. სწორედ ამ ომის მიმდინარეობისას მოიპოვა დამოუკიდებლობა საქართველომ და ჩამოყალიბდა იმ საზღვრებში, რომელშიც ის არსებობდა და არსებობს მომდევნო საუკუნის განმავლობაში.  იხ.ვრცლად

Tuesday, April 24, 2018

საშინაო დავალება

პოლიტიკური პარტიები საქართველოში
პარაგრაფი: 12.1

მთავარი კითხვა: რა ცვლილებები გამოიწვია საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური პარტიების წარმოშობამ და მოღვაწეობამ?

(24 აპრილს მე-5 გაკვეთილზე ჩავატარებთ ჯგუფურ მუშაობას პოლიტიკური პარტიების შესახებ, გთხოთ მოამზადეთ შესაბამისი მასალა)

მარიამ კაკავას პროექტი 14 აპრილზე
ოთო და ნიკა ლომსაძეების დავალება

Tuesday, April 17, 2018


ნიკა ჯორბენაძე
თინა სახელაშვილი

ანუკი გოგორიშვილი

Monday, April 16, 2018


 ელენე პაპიძის დავალება 

Friday, April 13, 2018

ელენე ცაგურიას დავალება

ოთო და ნიკა ლომსაძეების დავალება

ლიზი ონეზაშვილის დავალება

14 აპრილს საქართველოშ "დედაენის დღე" აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა. 
თამარ ჩხეიძე იხსენებს: "14 აპრილს, დილის 10 საათზე, სტუდენტები უნივერსიტეტთან შევიკრიბეთ, შემდეგ რუსთაველისკენ დაიძრა მსვლელობა, გზადაგზა სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები გვიერთდებოდნენ.
რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი, რაც იმ დროისთვის უნიკალური მოვლენა იყო, დღემდე მომიტინგეთა სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ: ზოგი - 50 ათასს, ზოგი - 70 ათასს. შეკრებილი ხალხი გამოირჩეოდა წესრიგით, აგრესიას არ ამჟღავნებდა, ამასთანავე, ყველას გადაწყვეტილი გვქონდა, სასურველი შედეგის მიღებამდე რუსთაველის პროსპექტი არ დაგვეტოვებინა.ლიდერებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს იმითაც, როცა თქვეს: გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები, თუნდაც პოლიტპატიმრების საკითხი (იმხანად მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაპატიმრებულები იყვნენ - ნ.კ.), მაგრამ ამჯერად ერთადერთი მოთხოვნა გაქვს: ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის აღდგენაო. და ამ გათვლამ გაამართლა. იმ დღეს ქართველმა საზოგადოებამ დიდი გონიერება გამოიჩინა, თუმცა, ცხადია, ვიცოდით, რომ შეიძლება ესროლათ კიდეც - უფროს თაობას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტი. " 

Wednesday, April 11, 2018

საშინაო დავალება
დავალება "14 აპრილი და საქართველო"
გამოაგზავნეთ Gmail-ზე: 
androdum@gmail.com
irmatsulaia@gmail.com
mirianashvili75@gmail.com

სამეფო სამთავროების აღმოცენება

კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება კახეთი შედიოდა  ქართლის სამეფოს , ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ,  ქართლი...