Tuesday, February 20, 2018
Sunday, February 18, 2018
Friday, February 16, 2018
Wednesday, February 14, 2018
მეცხრე მეექვსე კლასის სია
დამრიგებელი: ანა საგინაშვილი
ისტორიის პედაგოგი: ნონა მირიანაშვილი
- ადამია გიორგი
- არჩვაძე ელენე
- ბაგრატიონი ნიკოლოზი
- ბეგიაშვილი ალექსანდრე
- გაბუნია ნუცა
- გოგორიშვილი ანუკი
- გოჩიაშვილი მარიამი
- დემეტრაძე მარია
- დოღონაძე საბა
- დუმბაძე ანდრო
- კაკავა მარიამი
- კვანტალიანი შალვა
- კოპალეიშვილი ივა ივანე
- კურტანიძე გიორგი
- კურცხალია თეკლა
- ლომსაძე ნიკოლოზი
- ლომსაძე ოთარი
- მალანია საბა
- მენთეშაშვილი ქეთევან
- ნიკოლეიშვილი ანა
- ონეზაშვილი ლიზი
- პაპიძე ელენე
- რაზმაძე დავით
- სალაყაია მარიამ
- სანიკიძე მარიამ
- სახელაშვილი თინათინი
- ფუტკარაძე ნინო
- ქალდანი ანდრია
- შუბითიძე სოფიკო
- ჩხაიძე თინათინ
- ცაგურია ელენე
- წულაია ირმა
- ჯავახიშვილი ნიკოლოზ
- ჯორბენაძე ნიკოლოზ
- ჯღარკავა ლუკა
Tuesday, February 13, 2018
Monday, February 12, 2018
Friday, February 9, 2018
Wednesday, February 7, 2018
Monday, February 5, 2018
Sunday, February 4, 2018
Saturday, February 3, 2018
ოთო და ნიკა ლომსაძეები.
ოსმალო და ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართლის თავდადებული ბრძოლის მეთაური XVI საუკუნის 40-60-იან წლებში იყო ლუარსაბ I (1527-1556). ლუარსაბის მამა მეფე დავით X იძულებული გახდა სამეფო ტახტი
დაეტოვებინა და ბერად აღკვეცილიყო,ქართული კანონის მიხედვით ტახტზე მისი ვაჟი
ლუარსაბი უნდა ასულიყო , მაგრამ მას ტახტი საკუთარმა ბიძამ გიორგიმ
წაართვა,ლუარსაბი ბედს არ შეეგუა და ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო.ის პოლიტიკურ
კავშირს ეძებდა და მან 1526 წელს ცოლად
შეირთო იმერეთის მეფის ბაგრატ მესამის ასული თამარი. მათ ყავდათ
შვილები :
სიმონ I ,ქართლის მეფე მას ცოლად ყავდა კახთა
მეფის ასული ნესტან - დარეჯანი 1569 წელს კახაბერ ყორღანაშვილის ღალატის შედეგად
სიმონ მეფე ტყვედ ჩავარდა მან უარი განაცხადა გამაჰმადიანებაზე და 9 წელი ირანში ,
ალმუთის ციხეში ტყვეობაში გაატარა.1599 წელს მეორედ ჩავარდა ტყვედ ნახიდურთან
ბრძოლაში, იგი იედიყულეს ციხეში გამოამწყვდიეს.სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც.
შაჰმა
როცა სიმონ მეფე შეიპყრო 3 დღე და ღამე ზეიმობდნენ.ქალაქში კი დროშები გამოფინეს .
ერთხელ
მეწინავე დროშის სარდალი ,სიმონ მეფის ერთგული ,საჩინო ბარათაშვილი კოჯრის გზაზე
გელიყარის ციცაბო კლდეზე მოღალატე ყორღანაშვილს გადაეყარა,შეიპყრო იგი და კლდიდან
გადააგდო.სიმონ მეფის ქართლში დაბრუნების მერე კახაბერის ოჯახსაც იგივენაირად
მოექცნენ ,შეიპყრეს და გელიყარის კლდიდან გადაყარეს.
იმ
პერიოდში იყო ყველაზე დიდი საშიშროება ქართველების გათათრების, მამა შვილის
სიჯიუტემ გადაარჩინა საქართველო .
დავით
XI
იგივე დაუთ - ხანი ქართლის ხანი ,სამედიცინო წიგნის , იადიგარ
დაუდის ავტორი. მან უღალატა ძმას სიმონ მეფეს და თავის მომხრე ქვემო ქართლის
თავადებთან - ბარათაშვილებთან ერთად 1561
წელს ირანს გაემგზავრა შაჰ-თამაზ I ს ეახლა.
ვახტანგი , ალექსანდრე და ლევანი.
ლუარსაბის
ბიძამ ,ბაგრატ ბატონიშვილმა დაუდო სათავე ბაგრატიონ - მუხრანელთა მოდგმას
,მან თავის ძმას ქართლის მეფე- დავითს
მუხრანი დაამტკიცებინა .
ლუარსაბის მეფობის პირველ ხანებში ქართლში შედარებით მშვიდობა სუფევდა, მაგრამ 40-იანი წლებიდან საქართველო უთანასწორო და სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩაება უძლიერესი აგრესორების წინააღმდეგ.აღმოსავლეთ საქართველოს ყიზილბაშები ემუქრებოდნენ,დასავლეთს-ოსმალები.ლუარსაბი ცდილობდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძალების გაერთიანებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეფე ლუარსაბ I
ამ პერიოდში ირანს შაჰ თამაზი მართავდა, იგი მრისხანე შაჰ აბასის ბაბუა იყო.რომელმაც 4-ჯერ ილაშქრა საქართველოში მაგრამ ვერ შეძლო ლუარსაბის დამორჩილება.მეფე ძლიერი მტრის წინააღმდეგ იყენებდა პარტიზანული ომის ტაქტიკას.მტრის მცირე რაზმებს პირდაპირ ებრძოდა და ანადგურებდა, დიდ რაზმებს კი თავს არიდებდა.აწყობდა მოხერხებულ ჩასაფრებებს და ღამის თავდასხმებს,ამან შედეგი გამოიღო და უამრავი ციხე-სიმაგრე გაათავისუფლა ყიზილბაშებისგან. 1540 წელს შაჰ-თამაზი დიდი ჯარით ყარაბაღში შევიდა.მასთან მდიდარი ძღვენით გამოცხადდა კახეთის მეფე ლევანი.ლუარსაბმა ყიზილბაშთა მბრძანებელთან გამოცხადება არ იკადრა,
რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ლუარსაბის სიმტკიცეს და მის უშიშარობას.პირველი ლაშქრობით მართალია თბილისი დაიკავა მაგრამ ქართლის და ლუარსაბის დამორჩილება ვერ მოახერხა.
სეფიანები
ჩუმად მოეპარნენ თბილისს,მაშინ როცა ლუარსაბ მეფე თავის პატარა უფლისწულს
,მცხეთაში ,სვეტიცხოველში მარხავდა.
გულბაათი
ქალაქის თავი შეშინებული თყ სეფიანთა ოქროს დახარბებული თვისი ნებით აბარებს
ქალაქის ყველა გასაღებს ირანელებს.
კახთა მეფე ლევანი
დასავლეთიდან ოსმალები უტევდნენ სამცხეს, ამის გამო იმერეთის მეფემ ბაგრატმა დასახმარებლად მიმართა ქართლის მეფე ლუარსაბს, გურიელს და დადიანს მაგრამ დახმარება მხოლოდ ლუარსაბმა გაუწია. ლუარსაბ პირველს გათვალისწინებული ჰქონდა ის დიდი უბედურება, რომელიც უნდა მოჰყოლოდა თურქების გაბატონებას სამხრეთ საქართველოში და გამოეშურა თავისი ლაშქრით.
ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი ერთად იბრძოდა. 1545 წელს სოხოისტას ბრძოლაში წართმეული, სადაც ქართველები დამარცხდნენ რასაც მოჰყვა სამცხის დიდი ნაწილის დაპყრობა ოსმალების მიერ. ამ ომის შემდეგ ლუარსაბი მაინც ინარჩუნებდა ჯავახეთში ძალაუფლებას. რასაც ათაბაგი ვერ ურიგდებოდა ამიტომ დასახმარებლად ირანის შაჰს მიმართა. 1546 წელს შაჰ-თამაზმა მეორედ ილაშქრა საქართველოში. შუა ზამთარი იყო, მემატიანის ცნობით „მტკვარი ასე გაეყინა, რომ ლაშქარი მასზე გადიოდ-გამოდიოდა“ მტერმა ბრძოლა ვერ შეძლო ნადავლით დაკმაყოფილდა და უკან გაბრუნდა. ამჯერადაც ვერ შეძლო, შაჰმა ლუარსაბის დამორჩილება ამ პერიოდში დაიბრუნა ლუარსაბმა თბილისი.
იმერეთის და კახეთის მეფეებმა სიტყვიერი მორჩილება გამოუცხადეს შაჰს. ეს მორჩილება ქართლთან მათ ურთიერთობას ართულებდა.
ლუარსაბ პირველი ენერგიულად განაგრძობდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. იცოდა რა, რომ საქართველოს მთავარი საქმე სამცხე-საათაბაგოდან მოელოდა, ლუასრაბი სათავეში ჩაუდგა ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ძალებს და დაიპყრო სამცხე-ჯავახეთი, კოლა-არტაანი და ამით ოსმალთა აგრესიას წინ აღუდგა.
1551
წელს შაჰ-თამაზმა მესამედ ილაშქრა საქართველოში. ისინი უმოწყალოდ ხოცავდნენ მოსახლეობას ყიზილბაშთა სიმკაცრის მიუხედავად ქართველები მაინც თავგამოდებით იბრძოდნენ, სწორედ ამ შემოსევის შედეგად განადგურდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი ვარძია. შაჰმა მონასტრის ბერებიც არ დაინდო, ის თვითონ მივიდა ვარძიის სანახავად. მონასტრის ოქრო-ვერცხლის ნივთები, ხატები, წიგნები მტერმა გაიტაცა. გამარჯვებულმა შაჰმა სამცხე ქაიხოსროს გადასცა, მაგრამ ლუარსაბის შეპყრობა ვერც ახლა შეძლო.
50-წლიანი ომის შემდეგ ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო ამასიის ზავი 1555 წელს. საქართველო ზავის თანახმად შუაზე გაიყვეს. ირანს ერგო ქართლ-კახეთის სამეფოები და სამცხე საათაბაგოს აღმოსავლეთი, ხოლო ოსმალებს იმერეთის სამეფო, სამეგრელო-გურიის სამთავროები და სამცხე საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი.
საქართველოს ამგვად დაყოფას ბევრი მეფე-მთავარი იძულებით შეურიგდა. მხოლოდ ქართლის მეფემ ლუარსაბმა არ მოიხარა ქედი მტრის წინაშე. ქედმოუხრელ ლუარსაბის წინააღმდეგ ოსმალეთის ზავის შემდეგ, შაჰ-თამაზმა მეოთხედ ილაშქრა. ქართველები დიდ ზიანს აყენებდნენ მოწინააღმდეგეს და ბოძოლაში უკან იხევდნენ. ამ ბრძოლაში 30 000 ქართველი ტყვედ წაიყვანეს, მათ შორის იყო ლუარსაბის მოხუცებული დედა, ნესტან-დარეჯანი. შაჰს გადაწყვეტილი ჰქონდა ლუარსაბი შეეპყრო დედის გამოყენებით, მაგრამ ლუარსაბის დედამ მტერს თავი სამშობლოს წინააღმდეგ სამოქმედო იარღად არ აქცევინა. დედოფალმა საწამლავი დალია და თავი მოიკლა. ამ რიგად, შაჰ-თამაზს ლუარსაბის დამორჩილების ეს ხერხიც ჩაეშალა. თბილისი კვლავ აიღო მაგრამ ლუარსაბი ვერ შეიპყრო. ამის შემდეგ ლუარსაბი თანდათან გაძლიერდა და თბილისის აღებას შეეცადა. თბილისში მყოფმა ყიზილბაშებმა დახმარებისთვის ყარაბაღის ბეგლარბეგს შაჰვერდ-ზიადოღლი ყაჭარს მიმართეს. 1556 წელს მოხდა გარისის ბრძოლა ამ ბრძოლას ლუარსაბის მოხუცებულობის გამო მისი შვილი 19 წლის შვილი სიმონი ხელმძღვანელობდა. მეფე ახლომდებარე ბორცვიდან აკვირდებოდა ამ ბრძოლას. თავს დაესხნენ მეფეს იგი თავს იცავდა, ყველა საბრძოლო იარაღი შემოემტვრა მაგრამ უიარაღომ მოკლა მაჰმად სულთანი ცხენის დახმარებით. მეფის ცხენს ფეხი ხვრელში ჩაუვარდა და მეფე დაეცა, დაცემულ მეფეს მაჰმად სულთანის მხლებელმა ზაქირმა ისარი ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. ქართველმა მეომრებმა ზაქირი მოკლეს. სიმონი მტრის უკანასკნელ რაზმებს ანადგურებდა როცა მამის სასიკვდილოდ დაჭრის ამბავი გაიგო, მეფე მალე გარდაიცვალა. მისი ანდერძი იყო: „ჩემს გლოვას დაეხსენით და ქვეყნის შენახვას გაუფრთხილდით“.
საქართველი მე-16
საუკუნე
ლუარსაბ მეფე, როგორც პიროვნება სამაგალითო იყო მთელი ხალხისთვის და პირველ რიგში მისი ლაშქრისთვის. „იყო კაცი ბრძენი და გონიერი… ღვაწლმრავალი და ბრძოლასა შინა მხნე და ახოვანი და მებრძოლი, ლომებრძლიერი და სარდალი კეთილი“. ორი ათეული წლის განმავლობაში ქართლის სამეფო ლუარსაბის მეთაურობით შეუპოვრად იბრძოდა ირანელი და ოსმალო დამყრობლების წინააღმდეგ. უთანასწორო ბრძოლებში ქართველებმა ბევრი ზარალი ნახეს, მაგრამ მტერს არ დანებდნენ. ირანის შაჰმა ყოველგვარ ზომებს მიმართა, მაგრამ ლუარსაბს ქედი ვერ მოადრეკინა. ლუარსაბის პირად ღირსებას მტერიც კი აღიარებდა.
ლუარსაბი იყო კარგი სარდალი, გულოვანი, უხვი და უშიშარი, სამართლიანი, სამშობლოსათვის-თავდადებული მებრძოლი.
მეფე ყოველთვის ასწავლიდა თავის ლაშქარს „მამაცმან კაცმან უნდა თავის თავი მგელს ამსგავსო და მთრის ლასქარი ცხვარი ეგონოსო. როგორც მგელი ცხვარს, ისე მტერტ უნდა მოუხდესო. სადამდისან ცოცხალი იყო, ასე უნდა ქნაო“ მეფე თვითონ უძღვებოდა ლაშქარს ბრძოლებში. ოსმალებს და ყიზილბაშებს მისი განსაკუთრებით ეშინოდათ. მეზობელი ქვეყნები მას ყმობდნენ, თვითონ კი ყმობას არ კადრულობდა. ლუარსაბს რომ არ გაეჩაღებინა შეურიგებელი ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ საქართველოს გამაჰმადიანება არ ასცდებოდა. და თუ საქართველოს სახელი კიდე არსებობს, ეს მისი ხმლის დამსახურებაა.
ლუარსაბ მეფის ბრძოლა ყიზილბაშებისა და სხვა მოძალადე ერის წინააღმდეგ მარტო ქართლის, ინტერესებს როდი ემსახურებოდა. იგი იყო ბრძოლა ქართველობისათვის ბრძოლა საერთოდ საქართველოსათვის. ამიტომ, როცა ლუარსაბ საქარტველოს რომელიმე კუთხის მეფე საერთო მტრის წინააღმდეგ დახმარებისთვის მიმართავდა, იგი უარს არ ამბობდა. პირიქით, ამგვარ თხოვნას სიხარულით გამოეხმაურებოდა და თავის ძალებს არ ზოგავდა საერთო საქმისათვის. ლუარსაბის ხსოვნა თავის წმინდა გულში მადლობით ჩაიმარხა და მისი სახელი საქართველოს ეროვნული დამუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლის დროშად აქცია. ლუარსაბ I დაკრძალულია სვეტიცხოველში, მეფეთა განსასვენებელში.
Subscribe to:
Comments (Atom)
სამეფო სამთავროების აღმოცენება
კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება კახეთი შედიოდა ქართლის სამეფოს , ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, ქართლი...
-
კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება კახეთი შედიოდა ქართლის სამეფოს , ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ, ქართლი...
-
მთიულეთის აჯანყება მთიულეთის აჯანყება 1804 — ანტიკოლონიური და ანტიბატონყმური აჯანყება.მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან...