Wednesday, January 31, 2018

ლუარსაბ I

ლუარსაბ I (დ. 1502 — გ. 1556) — ქართლის მეფე 1527—1556 წლებში, დავით X-ის ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: 1530—15561534—1558 და სხვ.), 1522 წელს თავი ისახელა ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში1526 წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან1535, როდესაც ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო შეიერთა, ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. ლუარსაბ I ცდილობდა სპასეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლუარსაბ I-ისა და კახეთის მეფის ლევანის შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის შაჰი თამაზ I, რომელმაც პირადად ოთხი დიდი ლაშქრობა(1541154715511554) მოაწყო საქართველოში. 1541 წელს შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლუარსაბ I-მა თბილისი დაკარგა, კახეთი მტერს დამორჩილდა და ქართული სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. 1545 წელს ლუარსაბ I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი სოხოისტას ბრძოლაში დამარცხდა და სამცხე-საათაბაგოშიოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს. პაპი პავლე III 1545 წლის 17 ივნისს უგზავნის ლუარსაბს წერილს, გამოხატავს რა მზადყოფნას, რომ ელჩები გამოგზავნოს, ულოცავს ლუარსაბს ლევანთან ერთად მიღწეულ კავშირს და იმასაც, რომ რომ ლუარსაბმა სცნო და აღიარა პაპი, გზავნის რა მოგვიანებით (1546) საქართველოში ელჩებს ერთიანობის ნიშნად. მანამდე კი ლუარსაბ I უგზავნის პავლე III-ს ელჩებს, უცხადებს რა მას მორჩილებას და მზადყოფნას, კათოლიკე მისიონარებთან ერთად ეკლესიათა ერთიანობის მისაღწევად.
ირან-ოსმალეთის ომის (1514—1555) უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ლუარსაბ I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტიკურ კურსს და დაიმორჩილა სამცხე-ჯავახეთიკოლა-არტაანი1551 თამაზ I-ის მე-3 შემოსევის შედეგად ლუარსაბ I იძულებული გახდა დაეტოვებინა სამცხე-საათაბაგოს შემოერთებული ტერიტორიები. 1554 წელს თამაზ I-ის მე-4 შემოსევის დროს ლუარსაბ I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გასცა ქართლის მეფე. 1554—1555, ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლუარსაბ I ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი უადვილებდა ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. 1555 ირან-ოსმალეთის ამასიის ზავის შემდეგაც ლუარსაბ I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაიჭრა. ლუარსაბ I მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა — მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა „ქართველობა“ — ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება, ქართული კულტურა.

Tuesday, January 30, 2018


ნიკა და ოთო ლომსაძის დავალება.
1) ზავი



2) ბაგრატ V და თემურ ლენგი


                                    ანუკი გოგორიშვილის დავალება.
                          თეკლა კურცხალიას დავალება.

  კლასის მოსწავლეები

shubitidze.sofo@gmail.com
tika.chkaidze2003@gmail.com
teklakurcxalia777@gmail.com
anukigogorishvili@gmail.com
tj19720307@gmail.com
giokurtanidze03@gmail.com
maridemetradze777@gmail.com
ananikoleishvili7@gmail.com
sabadogodandze11@gmail.com
salakaiamariam1@gmail.com
razmadzedatuna@gmail.com
andria.qaldani24@gmail.com
fearsomechannel@gmail.com
sabamalania2003@gmail.com
otolomsadze1@gmail.com
nikalomsadze857@gmail.com
shakokvantaliani11@gmail.com
adamiagiusha@gmail.com
lukajgarkava2003@gmail.com
papidze.eleniko@gmail.com
tikosakh@gmail.com
lizikunaonezashvili@gmail.com
begiashvilialexandre555@gmail.com
nucagabunia1010@gmail.com
nikajava128@gmail.com
androdum@gmail.com
iirmatsulaia@gmail.com
ninifutkaradze52@gmail.com
elenikotsaguria@gmail.com

საშინაო დავალებები.

                       საშინაო დავალება

მოვიძიოთ 1555 წლის ამასიის ზავის შესახებ მასალები (ფოტოები,სლაიდები,ტექსტი,ფილმი) 
დავალება გამოაგზავნეთ Gmail-ზე:
androdum@gmail.com

Monday, January 29, 2018



ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია
წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო X-XI საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართვეელო XV საუკუნის პირველი ნახევარი


             საქართველო XV საუკუნის პირველ ნახევარში

თემურ-ლენგის გარდაცვალების შემდეგ გიორგი VII-ს საშუალება მიეცა აქტიურად ემოქმედა. მეფემ საქართველოს სამხრეთ საზღვართან მყოფ თურქმანებს შეუტია. გიორგი და შირვანშაჰი , მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთაინდნენ .გიორგი VII 1407 წელს თურქმანებთან ბრძოლისას დაიღუპა. სამეფო ტახტი გიორგი VII-ის ძმა კონსტანტინე I-მა დაიკავა (1407-1412). ამ დროს ძლიერდება შავბატკნიანი თურქმანთა მბრძანებელი ყარა-იუსუფი. შავბატკნიან თურქმანთა აგრესიული გეგმები სამხრეთ კავკასიის წინააღმდეგ იყო მიმართული. მათგან თავდასაცავად კონსტანტინე I-მა , შირვანშაჰთან და შაქის მმართველთან კოალიცია შექმნა. გადამწყვეტი ბრძოლა 1412 წელს მოხდა, ყარა-იუსუფმა გაიმარჯვა, კონსტანტინე I ტყვედ ჩავადა. მეფესთან ერთად ტყვედ ჩავარდა კიდევ სამი აზნაური. კონსტანტნე I-ს ტყვეობაში თავი ძალზედ ამაყად ეჭირა, ამით აღშფოთებულმა ყარა-იუსუფმა ბრძანა , რომ საქართველოს მეფისათვის და აზნაურებისათვის თავი მოეკვეთათ.
1412 წელს გამეფდა კონსტანტინე I-ის შვილი ალექსანდრე I . ალექსანდრეს მთავარი მიზანი სამეფო ხელისუფლების გაძლიერება და სეპარატისტულად განწყობილი აზნაურების დასჯა იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათო პიროვნება იყო ივანე ათაბაგი , რომელსაც საქართველოსაგან სამცხის გამოყოფა სურდა. ივანე ათაბაგი არა მარტო პოლიტიკურად ცდილობდა საქართველოსგან გამოყოფას , მან ეკლესიისაგანაც მოისურვა გამოყოფა. ალექსანდრე I-მა შეიპყრო განმდგარი ათაბაგი და სამცხე დაიმორჩილა. ალექსანდრე I დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და დაიმორჩილა განმდგარი მთავრები: დადიანები და შერვაშიძეები.
XV საუკუნის 30-იან წლებში ალექსანდრემ ლორე გაათავისუფლა თურქმანებისგან. ალექსანდრე ცდილობდა აღედგინა თემურ ლენგის დროს დანგრეული ქალაქები, სოფლები, ეკლესია-მონასტრები, ციხეები. ამ მიზნით 1425-1440 წლებში მან ერთ კომლზე 40 თეთრი დააწესა გადასახადად. შემოსული თანხა ქვეყნის აღდგენას ხმარდებოდა.
ალექსანდრე I ცდილობდა მოკავშირეები მოეძებნა, ერთ-ერთი ასეთი მოკავშირე იყო ეგვიპტე. საქართველოს და ეგვიპტეს საკმაოდ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ.ეგვიპტის სულთანი ხაზს უსვამდა რომ საქართველოში არ ჩაგრავდნენ და არ ავიწროვებდნენ მუსლიმებს. თავის მხრივ საქართველოს მეფე ანალოგიურ დამოკიდებულებას მოითხოვდა ეგვიპტისგან ქრისტიანებისადმი. ორი ქვეყნის ასეთი კარგი ურთიერთობა ხელს უწყობდა იერუსალიმში მოღვაწე ქართველი ბერების მშვიდობიან საქმიანობას.
ალექსანდრე I-ის დროს მოეწყო ქართველთა პირველი ელჩობა ევროპაში. 1438 წელს იტალიის ქალაქ ფერერაში გაიმართა საეკლესიო კრება. კრების სხდომის ნაწილი ფლორენციაში გაიმართა , ამიტომ იგი ფერერა-ფლორენციის საეკლესიო კრების სახელით არის ცნობილი. კრებას ესწრებოდნენ დასავლეთის კათოლიკური და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. კრების მიზანი იყო ეკლესიათა გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით. მასში მონაწილეობდა საქართველოდან წასული ელჩობაც. დელეგაციის დიდი ნაწილი , მათ შორის ბიზანტიის წარმომადგენლობაც, იძულებული გახდა ხელი მოეწერა ეკლესიათა გაერთიანებისათვის. ბიზანტიამ ეკლესიათა გაერთიანების უნიას ხელი იმ იმედით მოაწერა,რომ ევროპა დაეხმარებოდა ოსმალეთთან ბრძოლაში. ქართველმა დესპანმა ხელი არ მოაწერა ეკლესიების გაერთიენები აქტს. ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიათა გაერთიანების იდეას. ქართველთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კრებაზე დასწრებას. ამავდროულად ვითარება საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე კიდევ უფრო იძაბებოდა. 1440 წელს საქართველოში თურქმანები შემოიჭრნენ, აიღეს და გადაწვეს თბილისი. მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყნის შიგნითაც. მეფეს ძალიან უჭირდა სეპარატისტულად განწყობილი ფეოდალების დამორჩილება. შექმნილ ვითარებაში სამეფო კარმა გადაწყვეტილბა მიიღო- ურჩ ერისთავთა ნაცვლად , ქვეყნის ცალკეული მხარეების მართვა საგვარეულო წარმომადგენლებს გადაეცათ. ნათესაობა უნდა გამხდარიყო ყვეყნის ერთიანობის შენარჩუნების გარანტი. რეალურად ამ ღონისძიებამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. 1442 წელს ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა. საქართველოს მეფე გახდა მისი ძე ვახტანგ IV (1442-1446).მთელი თავისი ხანმოკლე მეფობა ვახტანგმა თურქმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა. 1446 წელს სამეფო ტახტი ვახტანგის ძმამ გიორგი VIII-მ დაიკავა.


              საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში

გიორგი VIII-ის მეფობისას სერიოზული ცვლილებები მოხდა საერთაშორისო ვითარებაში. ამ პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო საქართველოზე არამედ მთელს მსოფლიოზე. 1453 წლის 29 მაისს 53-დღიანი ალყის შემდეგ ოსმალთა სულთანმა მეჰმედ II-მ აიღო კონსტანტინოპოლი. ბიზნტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ბიზანტიის იმპერატორები ყოველგვარ საშუალებას ცდილობდნენ რომ თავი დაეცვათ ოსმალებისგან მაგრამ უშედეგოდ. XV საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში მოვიდა ბიზანტიის ბოლო იმპერატორის კონსტანტინე XI-ის ელჩობა, რომლებსაც იმპერატორისთვის საცოლე უნდა შეერჩიათ. იმპერატორს გიორგი VIII-ის ასული უნდა შეერთო. მაგრამ ქორწილი კონსტანტინოპოლის დაცემამ ჩაშალა.
ბიზანტიის დაცემამ და თურქების გაბატონებამ ბოსფორის და დარდანელსი სრუტეებზე საქართველო მოწყვიტა ევროპას. ჩაიკეტა საქართველსო სამხრეთით გამავალი გზები. 1461 წელს ოსმალებმა ტრაპიზონი აიღეს. ვითარება კატასტროფული გახდა მას შემდეგ რაც ოსმალებმა 1475 წელს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიც დაიკავეს. შავი ზღვა ოსმალეთის ტბად იქცა. ევროპასთან დამაკავშირებელი ყველა გზა კი გაქრა. ამის შემდეგ ევროპელები იწყებენ აღმოსავლეთსკენ მიმავალი გზების აღმოჩენას. ინდოეთთან კავშირი ეროპამ საზღვაო გზებით დაამყარა. სავაჭრო გზებმა საქართველოზე უკვე აზრი დაკარგა.
ოსმალეთი ევროპის ყველაზე დიდი მტერი გახდა. ვინც ოსმალეთს დაუპირისპირდებოდა ევროპის მოკავშირე იყო ,ასეთი აღმოჩნდა ირანი. ბიზანტიის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლური სამყაროში პირველობა მოსკოვის სამთავრომ წამოაყენა. შემუშავდა ” მესამე რომის” თეორია. მოსკოვი ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის მფარველად აცხადებდა თავს. მართლმადიდებლური ქვეყნების იმედები მოსკოვს დაუკავშირდა. მონღოლებისგან გათავისუფლების შემდეგ რუსეთმა სწრაფად განვითარება დაიწყო.
საქართველოს მეზობელები აღმოჩნდნენ ოსმალეთი და ირანი რომლებსაც თავისი ინტერესები ჰქონდათ კავკასიაში. საქართევლო უდიდესი საფრთხის წინ დადგა. ოსმალეთის მეზობლობა არც ისე საშიში იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ერთიანი და ძლიერი იქნებოდა. ყველაფერი კი საპირისპიროდ იყო. გიორგი VIII-ის დროს საქართველოს დაშლის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. სეპარატისტულ ზრახვებს ყველაზე მეტად სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი ავლენდა. ყვარყვარე თითქმის აღარ ემორჩილებოდა საქართველსო მეფეს. ყვარყვარემ სცადა საქართველსო ეკლესიის ერთიანობის დარღვევა , მაგრამ კათალიკოს-პატრიარქი დავით IV ენერგიულად აღუდაგ ამ პროცეს წინ და ქართული ეკლესიის ერთიანობა შეინარჩუნა.
XV საუკუნის 50-იანი წლებდან ევროპაში იწყება დიდი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. ამ კავშირში მონაწილეობას აპირებდა საქართევლოც. ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. გიორგი მეფემ თანხმობა განაცხადა ამ კოალიციაში მონაწილეობას და ლუდოვიკოს წასვლისას თან გააყოლა ელჩობა. ქართული ელჩობა შეხვდა : უნგრეთის მეფეს, საღვღო რომის იმპერატორს, საფრანგეთის მეფეს დაესწრნენ ახალი მეფის ლუი XI-ის კურთხევას, რომის პაპს, მილანსი ჰერცოგს. მიუხედავად ამისა ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა.
სანამ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედი არსებობდა მეფე და მთავრები მშვიდობას ინარჩუნებდნენ. კოალიციის ჩაშლამ ეს მშვიდობა დაარღვია. 1462 წელს გიორგი მეფეს აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი. 1463 წელს გიორგი VIII ჩიხორის ბრძოლაში დამარცხდა , ბაგრატმა თავი იმერთის მეფედ გამოაცხადა. გიორგი მეფემ ვითარების გამოსწორება სცადა და სამცხის მთავრის ყვარყვარეს წინააღმდეგ გაილაშქრა. 1465 წელს გიორგი გაემართა სამცხისკენ , მეფის ჯარი ფარავნის ტბასთან დაბანაკდა. მეფეს ამცნობეს რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. გადმოცემით ეს ყველაფერი იოთამ ზედგინიძემ ამცნობა მეფეს , მაგრამ მეფეს ეს ცნობა არ დაუჯერებია. მაშინ იოთამი ჩაწვა მეფის საწოლში ღამით , მეფის კარავში შეთქმულები შეიჭრნენ და იოთამი სასიკვდილოდ დაჭრეს. მეორე დღეს მეფემ საქმის გამოძიება და შეთქმულთა გამოაშკარავება დაიწყო. ამით ისარგებლა ყვარყვარემ და მეფის ბანაკს თავს დაესხა. გიორგი მეფე დამარცხდა და სამცხის მთავარმა ის ვაჰანსის ქვაბებში გამოჰკეტა. გიორგი მეფის დატყვევებით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ და თავი მეფეთა-მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარე მიხვდა რომ გიორგის დატყვევებით ბევრი ვერაფერი მოიგო და გაათავისუფლა გიორგი, უკან წამოსულ მეფეს კი ჯარიც გამოაყოლა სამეფო ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის მთავრებმა გიორგი VIII-ს მხარი არ დაუჭირეს რადგან შიშობდნენ რომ მათ ღალატის გამო მეფე სასტიკად დასჯიდა. გიორგი მეფემ ქართლის ტახტის დაკავება ვერ შესძლო და კახეთში გადავიდა.
საქართველსო სამხრეთით ერთმანეთს ებრძოდნენ თურქმანთა ორი ტომი- შავბატკნიანები და თეთრბატკნიანები. XV საუკუნის ბოლოს ეს ბრძოლა თეთრბატკნიანელების გამარჯვებით დასრულდა. მათმა მთავარამ უზუნჰასანმა ხუთჯერ ილაშქრა საქართველოში და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. თუმცა როდესაც უზუნ-ჰასანს სჭირდებოდა საქართველოს მოკავშირედ გამოდიოდა ოსმალეთთან ბრძოლაში. 1466 წლიდან ბაგრატ VI იყო ქართლ-იმერეთის მეფე , მაგრამ ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო. ქართლში მეფობდა გიორგი VIII-ის ძმისშვილი კონსტანტინე II. მშვიდობიანი ურთიერთობა მეფეებს შორის მალე მძაფრ დაპირისპირებაში გადაიზარდა. XV საუკუნის 70-იანი წლებიდან ბაგრატმა საქართველოს კვლავ გაერთიანების საწინააღმდეგო ღონისძიებები გაატარა და დასავლეთ საქართველო ეკლესიურად ჩამოაშორა მცხეთის საკათალიკოსოს.
1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატ VI , მისმა შვილმ ალექსანდრემ ტახტის დაკავება ვერ შესძლო. ალექსანდრეს წინააღმდეგ გამოვიდნენ დასავლეთ საქართველოს მთავრები. კონსტანტინე II გადავიდა დასავლეთ საქართველოში და თავისი ძალაუფლება აღადგინა. მაგრამ ყვარყვარე ჯაყელთან განცდილმა მარცხმა კონსტანტინეს საშუალება არ მისცა გაეგრძელებინა საქართველსო გაერთიანება. 1483 წელს ყვარყვარე ჯაყელმა არადეთის ბრძოლაში დაამარცხა ქართლის მეფის ჯარი. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ და იმერეთში გამეფდა. კონსტანტინე II არ აპირებდა ასე ადვილად შეგუებოდა მარცხს და დაეშვა საქართველსო დაშლა. მან 1490 წელს თბილისში სამეფო დარბაზი მოიწვია და რჩევა კითხა. ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს რომ მეფეს ასეთი რჩევა მისცეს.
” ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თავსთა რჩეულთა მეფენი იმერნი და კახნიდა კუალად ათაბაგისა სამცხელნი, აქმისთვის არა განვიზრახთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მერე ვექმნეთ ამასა, არღარა მოქვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფოვასავე შენსა”.
ამის შემდეგ მეფე და ათაბაგი დაზავდნენ და დაადგინეს სამეფოების საზღვრები. 1490 წელს საქართველო ოფიციალურად დაიშალა სამეფო სამთავროებად: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ.

სამეფო სამთავროების აღმოცენება

კახეთის სამთავროს წარმოქმნა და ჩამოყალიბება კახეთი შედიოდა  ქართლის სამეფოს , ხოლო ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების შემდეგ,  ქართლი...